შესვლა

იურიდიული დახმარების სამსახურის და „უფლებები საქართველოს“ იურისტებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს

1 აპრილი, 2022

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის და „უფლებები საქართველოს“ იურისტებმა, რომლებიც თავშესაფრის მაძიებლებს და საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ პირებს უფასო სამართლებრივ დახმარებას უწევენ, დღეს სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ჩატარდა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში და მას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელიც დაესწრო. 

შეხვედრის ფარგლებში იურისტებმა განიხილეს ოჯახის გაერთიანების პრინციპებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები, ასევე სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა პროცესუალური გარანტიები და სხვა აქტუალური სამართლებრივი თემები. 

გარდა ამისა, შეხვედრა აგრეთვე დაეთმო იურიდიული დახმარების სამსახურსა და „უფლებები საქართველოს“ შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის გზების განხილვას, რამდენადაც ორივე ორგანიზაცია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თავშესაფრის მაძიებლებისა და საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების დაცვის საკითხებზე მუშაობს.

სამუშაო შეხვედრა ჩატარდა პროექტის - „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“ 2019 წლიდან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) დაფინანსებით ახორციელებს.
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!