შესვლა

ორგანიზაციის შესახებ

„უფლებები საქართველო“ (ყოფილი „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“) არის არასამთავრობო, აპოლიტიკური, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია, რომელიც 1997 წლის 12 სექტემბერს დაფუძნდა. 

ორგანიზაცია მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველო სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლების გზით.

„უფლებები საქართველოს“ ოფისები მუშაობს 4 ქალაქში:

1) თბილისი: აკაკი გახოკიძის №11ა, 0160;
2) თელავი: არსენიშვილის №2;
3) ჭიათურა: წერეთლის №1;
4) ამბროლაური: აღმაშენებლის №24

ცხელი ხაზები:

- გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისათვის: +995577541655

- თავშესაფრთის მაძიებლებისათვის +995593111405

23 წლიანი არსებობის მანძილზე, ორგანიზიციის დახმარებით ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო იურიდიული დახმარება და კონსულტაცია, აღიდგინა დარღვეული უფლებები, ასევე შეიძინა გარკვეული ცოდნა და უნარი საკუთარი უფლებების დაცვის და რეალიზების კუთხით. 

ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ასევე წარმოადგენს ქართულ მართლმსაჯულებაში  საერთაშორისო სამართლის სტანდარტების დანერგვა და განხორციელება. ორგანიზაციის იურისტების დახმარებით არაერთი მნიშვნელოვანი და პრეცედენტული საქმე დასრულებულა წარმატებით ადგილობრივ საერთო სასამართლოებში, საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთაშორისო სასამართლოებში. 

„უფლებები საქართველომ“ პირველმა წარადგინა (1999 წელს) და მოიგო საქმეები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ორგანიზაციამ შექმნა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქმის ხელახალი გამოძიების დაწყების და სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის პრეცედენტი. 

ორგანიზაციამ დანერგა გაეროს ხელშემკვრელ ორგანოებში სამართალწარმოების დაწყების სტანდარტი. „უფლებები საქართველო“ არის პირველი ორგანიზაცია საქართველოდან, რომელმაც საქმე წარადგინა და მოიგო გაეროს CEDAW კომიტეტში. ეს არის ერთადერთი გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაზე კომიტეტმა შეწყვიტა მონიტორინგი, რადგან სრულად მოხდა აღსრულება.  

„უფლებები საქართველოს“ ასევე აქვს დიდი გამოცდილება საომარი და ომის შემდგომი კრიზისული ვითარებისას დაზარალებული პირების დაცვის მხრივ. კერძოდ, ორგანიზაციამ 2008 წელს უშუალოდ ომის მიმდინარეობის დროს შეაგროვა მასალები და ამჟამად 400  პირის ინტერესებს წარმოადგენს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და ევროსასამართლოში. 

გარდა ამისა, „უფლებები საქართველო“ წარმოადგენს ერთადერთ ორგანიზაცის საქართველოში, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევს ლტოლვილებს, თავშესაფრის მაძიებლებს, ჰუმანიტარული სტატუსის და მოქალაქეობის არმქონე პირებს.

დონორები:

- გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR)
- USAID-ის პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG)
საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
- მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) (ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით)
- ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
- თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (ევროპის კავშირის მხარდაჭერით)
- ადამიანის უფლებათა სახლების ფონდი (ევროპის კავშირის მხარდაჭერით)
- Protection International

პარტნიორები:

- საქართველოს სახალხო დამცველი
- მართლმსაჯულების განვითარებისა და  რეფორმების ცენტრი (JDRC)
ERIM
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
- თბილისის ღია უნივერსიტეტი
- GIPA საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
- USAID-ის HICD-ის პროგრამა
- ჯეპრა

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!