შესვლა

საერთაშორისო დაცვა

„უფლებები საქართველომ“ საერთაშორისო დაცვის მიმართულებით საქმიანობა 2019 წლიდან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მხარდაჭერით დაიწყო და მას შემდეგ უწყვეტად ახორციელებს პროექტს „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირების დაცვა და გაძლიერება“. პროექტის მიზანია ამ ჯგუფების სამართლებრივი მხარდაჭერა და მათთვის სერვისებზე წვდომის ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში ხორციელდება ორი ძირითადი მიმართულება: ლტოლვილებისთვის, თავშესაფრის მაძიებლებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისთვის ხარისხიანი სამართლებრივი კონსულტაციისა და წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; და მოქალაქეობის არმქონე პირების, ან ამ სტატუსის რისკის ქვეშ მყოფთა მხარდაჭერა. მომსახურება მოიცავს როგორც პირისპირ, ისე დისტანციურ კონსულტაციებს, მათ შორის 24/7 ცხელი ხაზის გამოყენებით, სასამართლო წარმომადგენლობას სტრატეგიულ საქმეებში, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობას, ინფორმაციის მიწოდებას უფლებებზე და სერვისებზე, ასევე საკანონმდებლო პროცესის მონიტორინგსა და შესაბამის უწყებებთან კოორდინაციას.

ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მოწყვლადი და მარგინალიზებული ჯგუფების ინტერესების დაცვას, მათ შორის ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით. დამატებით, უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელებას როგორც ბენეფიციარებისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის, თანამშრომლობს საერთაშორისო ქსელებთან და უწყებებთან სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!