შესვლა

კოალიციები

„უფლებები საქართველო“ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების დანერგვისა და სასამართლო სისტემის რეფორმირების მიზნით აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა თემატური კოალიციების საქმიანობაში.

 

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი


„უფლებები საქართველო“ 2010 წლიდან, ოთხ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ წევრია. 

თანამშრომლობისა და ერთობლივი საქმიანობის გაძლიერებით, ადამიანის უფლებების უკეთ დაცვის და ადვოკატირების მიზნით, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“, წევრი ორგანიზაციების სახელით, იცავს და აძლიერებს უფლებადამცველებს და მათ ორგანიზაციებს, ასევე ახორციელებს ადამიანის უფლებების შესახებ საგანმანათლებლო საქმიანობას.

ვრცლად: hrht.ge

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის 


კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის 2011 წლის 29 აპრილს შეიქმნა და 40 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციის მიზანია ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების, პროფესიული და ბიზნეს ასოციაციებისა და მედიის წარმომადგენლების ძალისხმევის გაერთიანება დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების სისტემის შესაქმნელად.

კოალიციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია კვლევა და მონიტორინგი, სასამართლო სისტემის რეფორმებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება და ადვოკატირება და საჯარო დისკუსიების წარმართვა მართლმსაჯულების სისტემის მწვავე პრობლემებზე.

ვრცლად: coalition.ge

კოალიცია თანასწორობისთვის  


„კოალიცია თანასწორობისთვის“ არასამთავრობო ორგანიზაციების არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მიღების პროცესში ჩამოყალიბდა.

გაერთიანების მიზანია, თანასწორობის პრინციპების დაცვა, დისკრიმინაციასთან ეფექტიანი ბრძოლის გზით.
კოალიციის წევრი ორგანიზაციები მუშაობენ, რომ გააძლიერონ ანტიდისკრიმინაციული მექანიზმები, სამართლებრივად დაეხმარონ დისკრიმინირებულ ჯგუფებს, ჩამოაყალიბონ პროგრესული სასამართლო პრაქტიკა, შეისწავლონ თანასწორობის პოლიტიკა, გამოავლინონ სისტემური ხარვეზები და შეიმუშაონ მათი გამოსწორების გზები.

ვრცლად: equalitycoalition.ge

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!"


სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!" 2014 წლის 7 მაისს ცამეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩამოაყალიბა.
პლატფორმის მიზანია: უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციათა მჭიდრო თანამშრომლობა ქართულ პოლიტიკასა და მედია სივრცეში სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის ყოველგვარი გამოვლინებების აღმოსაფხვრელად.

პლატფორმის ამოცანებია: რეაგირება სიძულვილის ენის გამოვლინების ფაქტებზე ერთობლივი განცხადებების, დეკლარაციების და სხვაშესაბამისი მექანიზმების გამოყენებით; საქართველოში მოქმედი პოლიტიკური გაერთიანებების ხელშეწყობა სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, შიდაპარტიული მექანიზმების შექმნისათვის; მედია წიგნიერების განვითარება; საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სიძულვილის ენის და შეუწყნარებლობის საფრთხეებზე.

ვრცლად: notophobia.ge

საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის   


„საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის“ 2004 წლის ივნისში, შვიდი ქართული ორგანიზაციის ინიციატივით  დაფუძნდა.

კოალიციის საქმიანობის ძირითადი ამოცანებია: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულების დოკუმენტირება; სასამართლოს იურისდიქციაში შემავალ დანაშაულთა დაზარალებულების ინტერესების დაცვა და მხარდაჭერა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე; ჰააგის სასამართლოს და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება დაზარალებულ თემსა და საზოგადოებაში; ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობა და არსებული გამოწვევების ადვოკატირება.

ვრცლად: gcicc.ge

 

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" (მედიაკოალიცია)   

 

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ (მედიაკოალიცია) საქართველოში არსებული მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვის და მედია მფლობელებისა და ჟურნალისტთა ინტერესების დაცვის მიზნებს ემსახურება. 2011 წლიდან მედიაკოალიცია აერთიანებს მედიის და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს. „უფლებები საქართველო“ კოალიციას 2021 წელს შეუერთდა.

ვრცლად: mediacoalition.ge

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!