შესვლა
ირინა კაკოიაშვილი - ფინანსური მენეჯერი

ირინა კაკოიაშვილი - ფინანსური მენეჯერი

ირინა კაკოიაშვილი 2025 წლის ივნისში შეუერთდა უფლებები საქართველოს ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე. მას აქვს 16-წლიანი გამოცდილება ფინანსური მართვის, ბუღალტრული აღრიცხვისა და ორგანიზაციული აუდიტის მიმართულებით.

უფლებები საქართველოში საქმიანობის დაწყებამდე, 2009 წლიდან ირინა მუშაობდა IFES Georgia-ში, სადაც უფროსი ფინანსური მენეჯერის პოზიციას იკავებდა და უძღვებოდა ფინანსური ოპერაციების მართვას, ანგარიშგებას და შიდა კონტროლს. მისი საქმიანობა მოიცავდა ბიუჯეტების ზედამხედველობას, ფინანსური დოკუმენტაციის მართვას, დონორულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფასა და რთული პროგრამების ფინანსური ადმინისტრირების მხარდაჭერას.

IFES-ში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების პარალელურად, ირინა მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციაში როგორც ბუღალტერი და მენეჯერი, მათ შორის HMG-ში, Wisdom Property Ltd-ში, Elva-ში, “Kvinna till Kvinna”-სა და Buckswood International School-ში. 

ირინა ფლობს ფილოლოგიის მაგისტრის ხარისხს (ქართული ენა-ლიტერატურა და კლასიკური ფილოლოგია) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!