დავით ღოლიჯაშვილი - იურისტი
დავით ღოლიჯაშვილი 2025 წლის ივლისში შეუერთდა უფლებები საქართველოს იურისტის პოზიციაზე, UNHCR-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტში, რომელიც საქართველოში მყოფი ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებელთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა დაცვასა და გაძლიერებას ემსახურება.
მას აქვს დიდი გამოცდილება საკონსტიტუციო სამართლისა და ადამიანის უფლებების სფეროში, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმეწლიანი მუშაობისას დააგროვა. მისი გამოცდილება ასევე მოიცავს პედაგოგიურ საქმიანობას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
დავითს მიღებული აქვს გარდამავალი მართლმსაჯულების მაგისტრის ხარისხი ჟენევის ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების აკადემიიდან (სრული სტიპენდიით) და სამართლის ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.