ლადო ნაფეტვარიძე „უფლებები საქართველოს“ გუნდს 2020 წელს შეუერთდა.
ლადო ნაფეტვარიძე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი. მან 2010 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით, ხოლო 2013 წლიდან ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტია. მისი კვლევით საქმიანობა უკავშირდება საქართველოში ელექტრონული მმართველობის დანერგვის საკითხებს.
ლადო ნაფეტვარიძეს აქვს სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის 7 წლიანი გამოცდილება. იგი 2012 წლიდან იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი და წლების განმავლობაში მუშაობდა სხვდასხვა კვლევით პროექტზე. 2014 წელს კი მოიპოვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი ახალგაზრდა მეცნიერთათვის. 2017-18 წლებში იგი იყო ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთის „The Messenger”-ის პოლიტიკური ანალიტიკოსი.
ლადო ნაფეტვარიძე აქტიურად არის ჩართული სასწავლო საქმიანობაში. იგი 2013 წლიდან ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორც მოწვეული ლექტორი უძღვება სასემინარო ჯგუფებს და სალექციო კურსს ელექტრონული მმართველობის თემაზე. გარდა ამისა, იგი არის არასამთავრობო ორგანიზაცია „გერგარტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და პროექტების ხელმძღვანელი, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. ლადო ჩართული იყო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ პროექტ - „დემოკრატიის აკადემიაში“, რომლის ფარგლებშიც გამოაქვეყნდა ვიდეო ლექციების კურსი სამოქალაქო აქტიურობის და პასუხისმგებლობის თემაზე
ლადო ნაფეტვარიძე არის მონოგრაფიის და 7 სამეცნიერო სტატიის ავტორი.