ანტიევროპული პროპაგანდა საქართველოში: ადგილობრივი აქტორების სახეცვალება და ახალი ნარატივები

წინამდებარე ანალიტიკური დოკუმენტით, „უფლებები საქართველო“ შეეცადა გაეანალიზებინა ის კონტექსტი, რომელშიც, 2022 წელს, საქართველოში ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა ვრცელდებოდა, აგრეთვე გამოეკვეთა ძირითადი დეზინფორმაციული ნარატივები ევროკავშირის შესახებ.
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი
დოკუმენტი განიხილავს სხვადასხვა აქტუალურ საკითხს, მათ შორის, (1) დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებასთან დაკავშირებულ გლობალურ გამოწვევებს, (2) ამ გამოწვევებზე რეაგირების პოლიტიკას ევროკავშირსა და საქართველოში, (3) პროპაგანდის როლს სხვადასხვა ქვეყანაში რუსეთის გავლენის გავრცელების პროცესში და ამ გავლენის გაფართოების მოდელს, (4) ანტიდასავლური დეზინფორმაციული ნარატივების სტრუქტურას, გავრცელების გზებს და ევროკავშირის ადგილს რუსულ პროპაგანდაში, (5) უკრაინის ომის როლს ანტიდასავლური/ანტიევროპული პროპაგანდისთვის ახალი ბიძგის მიცემაში, (6) რუსული გავლენის აქტორებისა და საქართველოს ხელისუფლების სახეცვალებას და ახალი ნარატივების ფორმირებას ანტიდასავლური პროპაგანდისტული ომის კონტექსტში.
ანალიტიკური დოკუმენტი მომზადდა პროექტის „ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციულ ნარატივებთან ბრძოლა“ ფარგლებში.
აღნიშნული პროექტი განხორციელდა „რეგიონული COVID-19-ის სოლიდარობის პროგრამის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებდა AFEW International-ი, ორგანიზაცია People in Need-თან და ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტთან თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.