შესვლა

სამართლის უზენაესობის გაუმჯობესება და მართლმსაჯულებაზე ყველასთვის წვდომის უზრუნველყოფა - II ფაზა

1 აპრილი, 2025

პროექტის სახელწოდება: სამართლის უზენაესობის გაუმჯობესება და მართლმსაჯულებაზე ყველასთვის წვდომის უზრუნველყოფა - II ფაზა

პროექტის ხანგრძლივობა: 1 აპრილი, 2025 – 31 ივლისი, 2025

დაფინანსება: 20,000 აშშ დოლარი

პროექტის მხარდამჭერი: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით

პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია დაეხმაროს ოჯახური და გენდერული ძალადობის მსხვერპლებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებს უფასო იურიდიული დახმარების მიღებაში. აგრეთვე, ხელი შეუწყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ოჯახში ძალადობისგან დაცვის სამართლებრივ საშუალებებსა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის საკითხებზე.

პროექტის ძირითადი მიმართულებები:

1.    ოჯახური და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივი მხარდაჭერა – გათვალისწინებულია უფასო იურიდიული კონსულტაციების გაწევა, საჭირო სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება და წარმომადგენლობა სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოებში.

2.    მოწყვლადი ჯგუფებისთვის იურიდიული დახმარება – პროექტი უზრუნველყოფს სამართლებრივ კონსულტაციასა და დახმარებას იმ პირებისთვის, რომელთაც ეკონომიკური, სოციალური ან სხვა ტიპის ბარიერების გამო დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ მართლმსაჯულებაზე წვდომას. 

3.    ადამიანის უფლებებზე ცნობიერების ამაღლება – სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით ანალიტიკური მასალების, საინფორმაციო ბარათებისა და ბლოგების მომზადება.

 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!