შესვლა

მოსამართლეთა დიპლომების, სამეცნიერო დისერტაციების, ფინანსური დეკლარაციებისა და სოციალურ მედიაში განხორციელებული აქტივობების კვლევა

24 აპრილი, 2020

პროექტის დასახელება: მოსამართლეთა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომების, სამეცნიერო დისერტაციების, ფინანსური დეკლარაციებისა და სოციალურ მედიაში განხორციელებული აქტივობების კვლევა

პროექტის ხანგრძლივობა: აპრილი, 2020 - მარტი, 2021

დაფინანსება: USD 44129

პროექტის მხარდამჭერი: ღია საზოგადოების ფონდი  


პროექტის მიზანი: პროექტის მიზნად ისახავს, შეიწავლოს მოსამართლეთა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომები, სამეცნიერო დისერტაციები, ფინანსური დეკლარაციები და სოციალურ მედიაში განხორციელებული აქტივობები, რათა ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებას მოსამართლეების შესახებ, ასევე გამოავლინოს სისტემური და კონკრეტულ მოსამრთლეებთან დაკავშირებული პრობლემები. 


პროექტის ამოცანები: 

- ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებას მოსამართლეებისა და სასამართლოში არსებული მდგომარეობის შესახებ; 

- გააუმჯობესოს მოსამართლეთა ანგარიშვალდებულება, ხელი შეუწყოს მოსამართლეთა ეთიკური დარღვევების გამოვლენას და დარღვევების შესახებ სასამართლოს მონიტორინგში ჩართული ორგანოების ინფორმირებას; 

- დაეხმაროს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზრუნველყოს მოსამართლეობის კანდიდატთა დიპლომების შესაბამისობა კანონით დადგენილ მინიმალურ სტანდარტებთან; 

- გააუმჯობესოს მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ხარისხი, რაც სასამართლო სისტემის ეფექტიანი ადმინისტრირების წინაპირობაა.
 

 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!