იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობის მონიტორინგი
21 აპრილი, 2020პროექტის დასახელება: იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობის მონიტორინგი
პროექტის ხანგრძლივობა: 02 აპრილი, 2020 წ. - 31 დეკემბერი, 2020 წ.
დაფინანსება: USD 32675.90
პროექტის მხარდამჭერი: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამა“, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ (USAID PROLoG)
პროექტის მიზანი: მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სამართლიანი და ეფექტური სისტემის შექმნა, სასამართლო რეფორმის ხელშეწყობა
პროექტის ამოცანები
„უფლებები საქართველო“ დააკვირდება სასამართლო სისტემის დისციპლინური ორგანოების - დამოუკიდებელი ინსპექტორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სადისციპლინო პალატის საქმიანობას.
ორგანიზაცია ხელს შეუწყობს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სამართლიანი და ეფექტური სისტემის შექმნას; შეაფასებს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ფარგლებში 2012 წლის შემდეგ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების ეფექტიანობას.
გარდა ამისა, "უფლებები საქართველო", სტრატეგიული სამართალწარმოების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების დანერგვის გზით, მხარს დაუჭერს სასამართლო რეფორმის განხორციელებას.