„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ირანის მოქალაქემ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო სასამართლოში დავა მოუგო

2021 წლის 28 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულმა პალატამ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახამდაც ბათილად იქნა ცნობილი სახელწმიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ა.შ.-სათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
2021 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ ნაწილობრივ გაიზიარა „უფლებები საქართველოს“ სასარჩელო მოთხოვნა და ბათილად ცნო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება. 2021 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, თუმცა სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.
„უფლებები საქართველოს“ იურისტი, მარიამ მაღრაძე იცავდა ბენეფიციარის ინტერესებს, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოში.