შესვლა

„უფლებები საქართველოს“ იურისტებმა სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

26 მარტი, 2021

„უფლებები საქართველოს“ იურისტებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართეს ონლაინ შეხვედრა, რომელზეც საქართველოში მცხოვრები უცხოელი მიგრანტების უფლებრივი მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს.

„უფლებები საქართველოს“ იურისტებმა სტუდენტებს გააცნეს სამართებრივი რეგულაციები, რომლებიც მიგრანტების უფლებებსა და ვალდებულებებს განსაზღვრავს, ასევე ისაუბრეს მიგრანტების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, გარემოსთან ადაპტაციის, ენობრივი ბარიერის, ბინადრობის ნებართვის, სახელმწიფო პროგრამებზე წვდომის, უფლებების შესახებ ინფორმირების და სხვა საკითხების შესახებ.

„უფლებები საქართველოს“ იურისტებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით მიმდინარე პროექტზე, რომელიც საქართველოში მცხოვრები უცხოელი მიგრანტებისთვის უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევას ითვალისწინებს. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, „უფლებები საქართველო“ ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში იცავს უცხოელი მიგრანტების ინტერესებს, ასევე ზრუნავს მიგრანტების მიმართ ტოლერანტობის გაზრდასა და საკითხის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე. 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!