შესვლა

უცხო ქვეყნის მოქალაქეების უფლებების დაცვა და გაძლიერება საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად

15 ივლისი, 2020

პროექტის დასახელება: უცხო ქვეყნის მოქალაქეების უფლებების დაცვა და გაძლიერება საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად

პროექტის ხანგრძლივობა: 15 ივლისი, 2020 წ - 30 ნოემბერი, 2020 წ. (პროექტის განახლებული ვადები: დეკემბერი, 2020 წ - მარტი, 2021 წ)

პროექტის მხარდამჭერი: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო  

პროექტის მიზანი: საქართველოში მცხოვრები უცხოელი მიგრანტების სამართლებრივ დაცვა და გაძლიერება

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან(IOM) თანამშრომლობით და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „უცხო ქვეყნის მოქალაქეთა (მიგრანტთა) სამართლებრივი დახმარება და საჭიროებების უზრუნველყოფა საქართველოში“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია, ააიპ „უფლებები საქართველო“ (კონსტიტუციის 42-ე მუხლი) სამართლებრივ დახმარებას უწევს საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს (მიგრანტებს). პროექტში ფარგლებში განხორციელდება ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ უფლებებსა და მართლმსაჯულებაზე წვდომის მონიტორინგი და შეფასება, პრაქტიკასა და კანონმდებლობაზე დაყრდნობით.
 
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

1) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის სამართლებრივი კონსულტაციისა და დახმარების გაწევა:

- მიგრანტებისათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;

- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის უფლებებსა და მოვალეობებთან დაკავშირებით სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა, მათ შორის, ადმინისტრაციულ წარმოებასა და საქართველოს საერთო სასამართლოებში სამართალწარმოებასთან დაკავშირებით;

- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა საქართველოს მთავრობის მიერ COVID-19-თან დაკავშირებით შემუშავებულ სერვისებთან დაკავშირებით; 

- სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა: განცხადება, საჩივარი, სარჩელი და სხვა.

- საქართველოს საერთო სასამართლოებში წარმომადგენლობა შერჩეულ საქმეებზე;

- ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობა შერჩეულ საქმეებზე;

- ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული შერჩეული საქმეების წარმოება, გადაწყვეტილების გასაჩივრება;

- წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე შერჩეული გაძევების საქმეებში სამართლებრივი დახმარების გაწევა;

 
2) უცხო ქვეყნის მოქალაქეების საჭიროებების იდენტიფიკაცია და ადვოკატირება:

- საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის ანალიზი;

- ცნობიერების ამაღლება (უფლებების, მოვალეობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება);

- უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩართვა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებში, რომლებიც მიღებულია COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში და რომლებიც ვრცელდება საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე;

- უცხო ქვეყნის მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის კვლევა და იმ გამოწვევების ანალიზი, რაც განაპირობა COVID-19-ის პანდემიამ;

- საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით საკანონმდებლო ხარვეზების ანალიზი;

- საკანონმდებლო ხარვეზების იდენტიფიცირება, მონიტორინგის განხორციელება იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც გავლენას ახდენს უცხო ქვეყნის მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობაზე;

- უცხო ქვეყნის მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებზე მორგებული სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შემუშავება;

- პრაქტიკასა და კანონმდებლობაზე დაყრდნობით უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ უფლებებსა და მართლმსაჯულებაზე წვდომის მონიტორინგი და შეფასება.
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!