„უფლებები საქართველომ“ უფლებადამცველებისა და აქტივისტების მხარდაჭერის მიზნით ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო

1 მარტიდან „უფლებები საქართველომ“ დაიწყო ახალი პროექტის - „რისკის ქვეშ მყოფი უფლებადამცველების და აქტივისტების მხარდაჭერა“- განხორციელება.
პროექტის ამოცანაა უფლებადამცველების/აქტივისტების სამართლებრივი დახმარებით უზრუნველყოფა, მათი უსაფრთხოების და დაცვის გარანტიების ზრდაზე ზრუნვა და ცნობიერების ამაღლება ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც აქტუალურია მათი საქმიანობიდან გამომდინარე.
პროექტით გათვალისწინებული არაერთი აქტივობა საქართველოს რეალობისთვის სიახლეა და მოიცავს:
1. მთელი ქვეყნის მასშტაბით ადამიანის უფლებათა დამცველებისა და აქტივისტების ქსელის შექმნას/აღწერას;
2. გადაუდებელი დახმარების და სწრაფი რეაგირების ონლაინ პლატფორმის და 24/7 ცხელი ხაზის ამოქმედებას;
3. უფლებადამცველების/აქტივისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხზე სახელმძღვანელო დოკუმენტის შექმნას (ეროვნულ დონეზე არსებული გამოწვევების და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით).
პროექტი ხორციელდება “Protection International”-ის ფინანსური მხარდაჭერით.