შესვლა

„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, სომხეთის მოქალაქემ საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა მიიღო

10 მარტი, 2021

2021 წლის 2 თებერვალს სომხეთის მოქალაქემ იურიდიული დახმარებისთვის  „უფლებები საქართველოს“ მიმართა. ბენეფიციარს სურდა საქართველოში ბინადრობის ნებართვის აღება. იურიდიული მომსახურების ფარგლებში „უფლებები საქართველოს“ იურისტმა ბენეფიციარს გაუწია კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია ბინადრობის ნებართვის ასაღებად საჭირო პროცედურებისა და წარსადგენი დოკუმენტაციის თაობაზე. 

ვინაიდან ბენეფიციარი საქართველოს მოქალაქესთან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, „უფლებები საქართველოს“ იურისტმა მუდმივ ბინადრობის ნებართვაზე განაცხადის შევსება ურჩია.

საწყის ეტაპზე მიგრანტის განაცხადი დახარვეზდა, თუმცა მას შემდეგ, რაც „უფლებები საქართველო“  ადმინისტრაციული საქმის წარმოებაში ჩაერთო და დაეხმარა ბენეფიციარს დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრაში, ბენეფიციარს დაუკმაყოფილდა მოთხოვნა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. შედეგად, ბენეფიციარზე გაიცა საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა. 

სომხეთის მოქალაქეს უფასო იურიდიული მომსახურება გაეწია პროექტის - „სამართლებრივი დახმარება საქართველოში მცხოვრები მიგრანტებისთვის“ - ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს. 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!