ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა თავშესაფრის მაძიებლების, ლტოლვილებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისათვის

21 დეკემბერს, „უფლებები საქართველოს“ იურისტებმა თავშესაფრის მაძიებლების, ლტოლვილებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისათვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
მონაწილეები გაეცნენ ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პირობებში არსებულ შეზღუდვებსა და რეგულაციებს. აგრეთვე, მათ მიიღეს დეტალური ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომია თავშესაფრის მაძიებლების, ლტოლვილებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისათვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ აგრეთვე, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა (UNHCR) და World Vision საქართველოს წარმომადგენლები.
საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა პროექტის - „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“ 2019 წლიდან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) დაფინანსებით ახორციელებს.