ახალგაზრდული ინიციატივის ფარგლებში, ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის ბიბლიოთეკის ფონდი განახლდა

ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა აქტიურმა ახალგაზრდებმა წარმატებით განახორციელეს სამოქალაქო ინიციატივა, რომელიც ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის ბიბლიოთეკის ფონდის განახლებას ითვალისწინებდა.
ინიციატივის ფარგლებში, ახალგაზრდებმა მოაწყეს საჯარო კინოჩვენება, კინოჩვენებაზე დასწრების სიმბოლურ საფასურად კი ბიბლიოთეკითვის ახალი წიგნის გადაცემა დააწესეს. ამგვარი შემოქმედებითი გზით, მხოლოდ ერთ დღეში, ბიბლიოთეკამ სხვადასხვა ჟანრის 20-მდე წიგნის შეგროვება შეძლო. ინიციატივა უფლებები საქართველოს და ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა. ახალგაზრდები ბიბლიოთეკის განახლების აქციების სისტემატიურად ჩატარებას გეგმავენ.
ახალგაზრდული ინიციტივების წახალისება ნაწილია უფლებები საქართველოს ძალისხმევისა, რომელიც კახეთის რეგიონის ახალგაზრდების სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობას და ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი (EU) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (UN OHCHR).