შესვლა

ახალგაზრდა ლიდერებმა კახეთიდან თავიანთი თანატოლებისთვის ადამიანის უფლებათა სხვადასხვა საკითხზე ტრენინგი ჩაატარეს

2 ოქტომბერი, 2025

27 სექტემბერს, ახალსოფლის ახალგაზრდულ ცენტრში, ახალგაზრდა ლიდერებმა ყვარლის მუნიციპალიტეტიდან თავიანთი თანატოლებისთვის ადამიანის უფლებათა სხვადასხვა საკითხზე ტრენინგი გამართეს. 

მცირე გუნდებად დაყოფილმა ახალგაზრდებმა წარმოადგინეს თემატური პრეზენტაციები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ქალთა უფლებები და ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა, ბავშვის უფლებები, სამოქალაქო ჩართულობა, ასევე ადამიანის უფლებები ინტერნეტში - ონლაინ ბულინგი და ციფრული თავისუფლება. 

თეორიულ ცოდნასთან ერთად, ახალგაზრდებმა წარმოაჩინეს ის უნარები, რომლებიც მანამდე, უფლებები საქართველოს მხარდაჭერით, ტრენერთა ტრენინგის ფარგლებში შეიძინეს. ახალგაზრდა ტრენერებმა, სხვადასხვა პრაქტიკული სავარჯიშოს, ჯგუფური დისკუსიების და ქვიზების მეშვეობით,  შეძლეს აუდიტორიის მაქსიმალურად ჩართვა სატრენინგო პროცესში. ტრენინგის დასასრულს კი, თავიანთი თანატოლებისგან უკუკავშირიც მიიღეს.  

ახალგაზრდა ლიდერების ტრენერებად მომზადება ნაწილია უფლებები საქართველოს ინიციატივისა, რომელიც კახეთის რეგიონის ახალგაზრდების სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართულობის წახალისებას, ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასევე ახალგაზრდების ინიციატივების მხარდაჭერასა და განხორციელებას ითვალისწინებს.  ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი (EU) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (UN OHCHR). 
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!