შესვლა

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლითაც მოძალადეს მსხვერპლისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

4 დეკემბერი, 2023

ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლებების დაცვისა და გაძლიერების მიზნით წარმოებულ საქმეზე „უფლებები საქართველომ“ კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია. კერძოდ, ორგანიზაციის იურისტებმა მიიჩნიეს, რომ ქალზე სისტემური ძალადობის გამო, მოძალადეს უნდა დაკისრებოდა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით. ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში ძალიან იშვიათი პრაქტიკაა მოძალადისათვის არაქონებრივი ზიანის ანაზღურების დაკისრება და ერთი მსხვერპლისათვის ამ ოდენობის თანხის კომპენსაციის სახით განსაზღვრა. 

„უფლებები საქართველო“ მოხარულია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მამუკა ნოზაძემ სრულად გაიზიარა ორგანიზაციის ადვოკატების მიერ წარდგენილი არგუმენტები და მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა მსხვერპლი ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების ჩადენა და მისთვის მიყენებული მორალური ზიანი, და მოძალადეს 10 000 ლარის გადახდა დააკისრა.  

ასევე მნიშვნელოვანია, რომ, „უფლებები საქართველოს“ იურისტების შუამდგომლობით, მსხვერპლმა ქალმა მოსამართლეს დისტანციურად მისცა ახსნა-განმარტება, რითაც თავიდან იქნა არიდებული მსხვერპლსა და მოძალადეს შორის კონტაქტი და მინიმუმამდე შემცირდა მეორეული ვიქტიმიზაციის საფრთხე.

ეს გადაწყვეტილება ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რასაც „უფლებები საქართველო“ სტრატეგიული სამართალწარმოების გზით ახორციელებს. 
ძალადობის მსხვერპლმა ქალმა „უფლებები საქართველოს“ 2023 წლის მარტში მომართა. ქალის ყოფილი ქმარი ოჯახში ძალადობის ფაქტების გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენისთვის, 2021 წლის აპრილიდან იხდიდა სასჯელს.

„უფლებები საქართველო“ აღნიშნულ საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს. 
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!