შესვლა

8-წლიანი სასამართლო დავის შემდეგ, ირანელ ბლოგერს საქართველოში საერთაშორისო დაცვა მიენიჭა

7 ივლისი, 2023

„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჯ.გ-მ საქართველოში საერთაშორისო დაცვა (ლტოლვილის სტატუსი) მიიღო. შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის წინააღმდეგ, სასამართლოში დავა 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

თავშესაფრის მაძიებელი ჯ.გ. ირანში ცხოვრების პერიოდში, სასწავლო ცენტრში მუშაობდა და მსურველებს ბლოგერობას ასწავლიდა. მას გამოცემული აქვს  2 წიგნი, რამდენიმე კონსპექტი და უამრავი სტატიის ავტორია.

იგი ღიად საუბრობდა ირანში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო გამოსვლებსა და მოძრაობებზე და ინტერვიუს აძლევდა ისეთ მედიებს, როგორიცაა BBC, VoA. აქვეყნებდა სტატიებსა და ბლოგებს ირანის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ წყობაზე. გამოთქვამდა ამერიკასთან აქტიური თანამშრომლობის და ირანის პოლიტიკურ სისტემაში ცვლილებების განხორციელების სურვილს და ხელს აწერდა აშშ-ს პრეზიდენტის სახელზე გაგზავნილ პეტიციებს.

ირანის უშიშროების სამსახური ბლოგერთან თანამშრომლობას ჯერ კიდევ 1996 წლიდან ცდილობდა და მისგან მოითხოვდა სტუდენტებსა და თანამოაზრეებზე ინფორმაციის მიწოდებას. 2009 წელს მას სასწავლო განყოფილება დაუხურეს. 2010 წელს კი უშიშროების სამსახურმა ანტი-ისლამურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა დააბრალა და დააპატიმრა.

ირანელმა ბლოგერმა უძრავი ქონების გარანტიის სახით ჩადების სანაცვლოდ, საპატიმროდან თავი დროებით დაიხსნა და ქვეყანა დატოვა, რადგან შიშობდა, რომ თავისი საქმიანობის გამო, კვლავ დააპატიმრებდნენ და მის სიცოცხლეს რეალური საფრთხე დაემუქრებოდა. 

5 წლის განმავლობაში სომხეთში ცხოვრობდა. 2015 წლის სექტემბერში, ირანის ხელისუფლებასა და ისლამური რევოლუციის გვარდიასთან დაკავშირებულ პირთან უთანხმოების შემდეგ კი, საქართველოში ჩამოვიდა და თავშესაფარი მოითხოვა.
ადმინისტრაციულმა ორგანომ არ მიიჩნია, რომ ირანში დაბრუნების შემთხვევაში, მას დაპატიმრებისა და სიკვდილით დასჯის საფრთხე დაემუქრებოდა და საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭებაზე  2016 და 2021 წლებში ორჯერ უთხრა უარი.
 
შსს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება 2022 წელს კიდევ ერთხელ გასაჩივრდა და საბოლოოდ, „უფლებები საქართველოს“ იურისტ ნინო ხეცაძის ძალისხმევით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 30 ივნისს ირანელ ბლოგერს საერთაშორისო დაცვა მიანიჭა.

„უფლებები საქართველო“ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჯ.გ-ს უფასო სამართლებრივ დახმარებას საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში უწევდა.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!