შესვლა

„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, შვიდი წლის წინ მოკლული ქალის არასრულწლოვანმა შვილებმა სახელმწიფოსგან 10 000-ლარიანი კომპენსაცია მიიღეს

28 ივნისი, 2023

„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ფემიციდის მსხვერპლის არასრულწლოვანმა შვილებმა სახელმწიფოსგან ჯამურად 10 000 ლარის ოდენობის კომპენსაცია მიიღეს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიერ კომპენსაციის გაცემის შესახებ მიღებული ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ იგი 2016 წელს მომხდარ ფემიციდზე გავრცელდა. 

კომპენსაციის საკითხში სამართლებრივი დახმარების მისაღებად „უფლებები საქართველოს“ ბავშვების ბებიამ, მოკლული ქალის დედამ მიმართა. სწორედ მას დაეკისრა არასრულწლოვანებზე ზრუნვა მას შემდეგ, რაც ბავშვების მამამ, 2016 წლის თებერვალში, 31 წლის ქალი, თავისი ყოფილი მეუღლე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკლა. ფემიციდის ჩადენისთვის, მამას 11 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

ბებია და შვილიშვილები წლების განმავლობაში თბილისის მახლობლად, ერთ-ერთ სოფელში, მძიმე ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობენ. მათი შემოსავლის ერთადერთ წყაროს ბავშვებისთვის დანიშნული მარჩენალდაკარგულის პენსია წარმოადგენს, რაც არასრუწლოვანების სრულფასოვანი ცხოვრებისა და განვითარებისათვის საკმარისი არ არის. 

„უფლებები საქართველომ“,  მკვლელობის საქმეზე გამოტანილი განაჩენით, ბავშვებისა და ბებიის წერილობითი განცხადებებითა და სხვა მოთხოვნილი დოკუმენტებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს 2023 წლის 22 მაისს მიმართა. 2023 წლის 22 ივნისს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა ფემიციდის მსხვერპლის ორი შვილისათვის თითოეულზე 5 000 ლარის ოდენობის კომპენსაციის გაცემის შესახებ ბრძანება გამოსცა.

ბავშვები სახელმწიფოსგან მიღებული ფულადი დახმარებას გამოყენებას გონივრულად გეგმავენ. „ძალიან გვიყვარს სწავლა და მიღებულ თანხას ჩვენს განათლებას მოვახმართ“, - აღნიშნეს არასრულწლოვანებმა.  

„უფლებები საქართველო“ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში ბავშვების ინტერესებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით წარმოადგენდა. 

სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა დაიწყო 2023 წლიდან მას შემდეგ, რაც 2022 წლის 9 ნოემბერს, საქართველოს მთავრობამ, №523 დადგენილებით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისა და ფემიციდის მსხვერპლის შვილებისათვის სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის წესი განსაზღვრა.
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!