შესვლა

ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საკითხებზე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა

28 ნოემბერი, 2022

28 ნოემბერს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ორგანიზაცია „უფლებები საქართველომ“, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საჯარო ლექცია გამართა. 

ღონისძიება გახსნეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ნუნუ გელდიაშვილმა და ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლადო მკერვალიშვილმა. საჯარო ლექციას 40-მდე მონაწილე დაესწრო, მათ შორის, სტუდენტები და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი.

ლექციის ფარგლებში, „უფლებები საქართველოს“ იურისტებმა განიხილეს ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული გამოწვევები, ძალადობის გამომწვევი მიზეზები, პრობლემების აღმოფხვრის გზები და სახელმწიფოს მიერ გასატარებელ ღონისძიებები. ასევე ყურადღება გაამახვილეს მსხვერპლი ქალების მეორეული ვიქტიმიზაციის პრევენციის მნიშვნელობაზე. გარდა ამისა, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ისაუბრა კახეთის რეგიონში ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე. 

ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელზეც სტუდენტებმა ყურადღება გაამახვილეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების არაეფექტიანობაზე, კახეთის რეგიონში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე, აგრეთვე იმ ბარიერებზე, რასაც ქალები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან. 

საჯარო ლექცია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი გლობალური კამპანიის ნაწილია, რომელიც  “Let’s End Femicide” სლოგანით მიმდინარეობს. 
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!