„უფლებები საქართველოს“ ორგანიზებით, მუნიციპალიტეტებმა საზოგადოებასთან კომუნიკაციის გამოცდილებები გაიზიარეს

26 ოქტომბერს, „უფლებები საქართველომ“, „ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრთან“ პარტნიორობით, ლაგოდეხის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან საზოგადოებასთან და ეთნიკურ ჯგუფებთან ეფექტიანი კომუნიკაციის საკითხებზე ონლაინ ტრენინგი გამართა.
ტრენინგის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნანა თავდუმაძემ და „დემოკრატ ქალთა კავშირის“ წარმომადგენელმა ოლგა ენდელაძემ ტრენინგის მონაწილეებს ოზურგეთისა და მარნეულის საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაციის გამოცდილებები გაუზიარეს.
მომხსენებლებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტის ელექტრონული პლატფორმების პოზიტიურად გამოყენებისა და მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე. ასევე ხაზი გაუსვეს ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით ენობრივი ბარიერის პრობლემას და მიუთითეს შესაბამისი მიდგომების შემუშავების საჭიროებაზე.
ტრენინგი გაიმართა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მხარდაჭერილი პროექტის „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ-სოციალურ ცხოვრებაში ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა“ ფარგლებში.
აღნიშნული პროექტით გათვალისწინებულია ტრენინგის ფარგლებში გაზიარებული ოზურგეთისა და მარნეულის პოზიტიურ გამოცდილებებზე დაყრდნობით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის განახლება და მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა.