ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ-სოციალურ ცხოვრებაში ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა
3 ოქტომბერი, 2022პროექტის სახელწოდება: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ-სოციალურ ცხოვრებაში ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა
პროექტის ხანგრძლივობა: 3 ოქტომბერი, 2022 – 28 თებერვალი, 2023
დაფინანსება: GBP 21525
პროექტის მხარდამჭერი: პროექტი ფინანსდება ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიერ, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის (FCDO)მხარდაჭერით.
პროექტის პარტნიორები: „ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი“,მედია ორგანიზაცია „კახეთის ხმა“
პროექტის მიზანია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის:
- ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ახალგაზრდების მოტივირება და შესაძლებლობების გაძლიერება გახდნენ ცვლილებების აგენტები/სამოქალაქო აქტივისტები;
- მერიას, საკრებულოს და აქტივისტებს შორის უმცირესობების საკითხებზე თანამშრომლობის მექანიზმის შექმნა და მუნიციპალიტეტში ინკლუზიური პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა;
- ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლთა სამართლებრივი დახმარება.