შესვლა

რუსი ბლოგერი ინსა ოგუზი ლიეტუვის რესპუბლიკაში ჩავიდა

29 ივნისი, 2022

დღეს გამთენიისას, რუსი ბლოგერი ინსა ოგუზი ლიეტუვაში ჩავიდა. მას ე.წ. ნეიტრალური ტერიტორიის დატოვების და საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შესაძლებლობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 ივნისს მისცა. იმავე დღეს, სამინისტროს წარმომადგენლებმა ინსა ოგუზი დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან თბილისში ჩამოიყვანეს.

ინსა ოგუზის საქმეში „უფლებები საქართველო“ 14 ივნისიდან ჩაერთო და რამდენიმე მიმართულებით დაიწყო მისი ინტერესების დაცვა. ორგანიზაციამ 17 ივნისს ადმინისტრაციული სარჩელი წარადგინა საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა ინსა ოგუზისთვის თავშესაფრის პროცედურებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და დროებითი განჩინების გამოტანა.

პარალელურად, 20 ივნისს, „უფლებები საქართველომ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა და მოითხოვა, დროებითი ღონისძიების (Interim Measure) გამოყენების გზით მომხდარიყო ინსა ოგუზისთვის თავშესაფრის პროცედურებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. აღნიშნული განაცხადის საპასუხოდ, 22 ივნისს, ევროსასამართლომ კომუნიკაცია დაიწყო მხარეებთან - მოსარჩელეს და სახელმწიფოს გამოუგზავნა კითხვები და კითხვებზე პასუხების წარდგენის საბოლო ვადად 29 ივნისი განუსაზღვრა. 27 ივნისს საქართველოს სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება ინსა ოგუზის ქვეყანაში შემოშვების შესახებ. შესაბამისად, ევროსასამართლოში კითხვებზე პასუხის წარდგენა აღარ გახდა საჭირო. „უფლებები საქართველომ“ გუშინვე აცნობა ევროსასამართლოს აღნიშნულის შესახებ.

ბლოგერი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ინსა ოგუზი 2022 წლის 12 ივნისიდან იმყოფებოდა დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, ე.წ. ნეიტრალურ ზონაში. 12 ივნისს, მას შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ უარი ეთქვა საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული მიზნით შემოსვლაზე. ოგუზმა 13 ივნისს განმეორებით მოითხოვა საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა და საზღვარზე მოითხოვა საქართველოში საერთაშორისო დაცვა (თავშესაფარი). ინსა ოგუზს უარი ეთქვა აღნიშნულ მოთხოვნებზე.

ინსა ოგუზის ინტერესებს ადგილობრივ დონესა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ იცავდა.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!