შესვლა

ევროკავშირისა და ASB საქართველოს მხარდაჭერით, „უფლებები საქართველომ“ ჭიათურაში უფასო სამართლებრივი დახმარების ცენტრი გახსნა

14 ივნისი, 2022

2022 წლის 14 ივნისს, ჭიათურაში ევროკავშირისა და ASB საქართველოს მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ სამართლებრივი დახმარების ცენტრი გაიხსნა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას გენდერული და ოჯახში ძალადობის საქმეებზე უფასოდ მოემსახურება. 

სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, „უფლებები საქართველოს“ კვალიფიციური იურისტები ბენეფიციარებს იურიდიულ კონსულტაციას გაუწევენ, ასევე განახორციელებენ მათ წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე.   

ჭიათურაში სამართლებრივი დახმარების ცენტრი საზეიმოდ გახსნეს ASB საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კლემენს ფონ ჰაიმენდალმა და  „უფლებები საქართველოს“ დირექტორმა ლადო მკერვალიშვილმა. ცენტრის გახსნას დაესწრნენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, სასამართლოს, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. 

„უფლებები საქართველოს“ დირექტორის ლადო მკერვალიშვილის განცხადებით, გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისათვის უფასო სამსართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გეოგრაფიულად იზოლირებულ რეგიონებში, სადაც სხვადასხვა სერვისების ნაკლებობაა. მისივე თქმით, ახლადგახსნილი სამართლებრივი დახმარების ცენტრის კარი ღია იქნება არა მხოლოდ ჭიათურის, არამედ საჩხერის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვისაც. 

ჭიათურაში სამართლებრივი დახმარების ცენტრი გაიხსნა პროექტის „გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „უფლებები საქართველოს“ და კიდევ ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის („აფხაზინტერკონტი“, „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“,  „მედიაცენტრი კახეთი“, „ღია სივრცე კავკასია“)  მიერ ევროკავშირისა და ASB საქართველოს მხარდაჭერით.

ზემო იმერეთის გარდა, „უფლებები საქართველოს“ სამართლებრივი დახმარების ცენტრები ცოტა ხნის წინ კახეთსა და რაჭაშიც ამოქმედდა.
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!