შესვლა

„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ტრეფიკინგის მსხვერპლმა კომპენსაციის სახით 11 ათასი დოლარი მიიღო

18 მარტი, 2022

„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ტრეფიკინგის მსხვერპლმა ქალმა, ზიანის ანაზღაურების სახით, 11 ათასი დოლარი მიიღო. 

საქმე ეხება 2008-2009 წლებში წარმოებულ სამოქალაქო დავას, რომლის ფარგლებშიც დაზარებული ქალის ინტერესებს სასამართლოში „უფლებები საქართველოს“ (იმხანად „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“) იურისტი, მერი ჯაფარიძე, იცავდა.

სასამართლომ დაზარალებულ ქალს კომპენსაცია ჯერ კიდევ 2009 წელს მიაკუთვნა, თუმცა იმის გამო, რომ ტრეფიკიორის სახელზე იმხანად რაიმე ქონება არ ირიცხებოდა, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება წლების განმავლობაში ჭიანურდებოდა. 

2021 წლის დეკემბერში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაზარალებული ქალის ადვოკატს, მერი ჯაფარიძეს, აცნობა, რომ ტრეფიკიორის სახელზე რეგისტრირებული ქონება, რომელიც ამ დრომდე დაყადაღებული იყო, გაიყიდა, და რომ, ბიურო მზად იყო ქონების გაყიდვიდან ამოღებული თანხის ნაწილი - 11 ათასი დოლარი ტრეფიკინგის მსხვერპლისთვის კუთვნილი კომპენსაციის სახით გადაეხადა. 

დაზარალებულმა ქალმა საქართველო დიდი ხნის წინ დატოვა და ამჟამად ერთ-ერთ აზიურ სახელმწიფო ცხოვრობს. ადვოკატი მერი ჯაფარიძე დაუკავშირდა მას და კომპენსაციის მისაღებად საჭირო სამართლებრივი და ფინანსური პროცედურების გავლაში დაეხმარა. დაგვიანებით, მაგრამ, მაინც, სამართალი აღსრულდა და ტრეფიკინგის მსხვერპლმა კუთვნილი კომპენსაცია მიიღო.

აღსანიშნავია, რომ დაზარალებულ ქალს სამართლებრივი დახმარება გაეწია პროექტის - „ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიკაციისა და დახმარების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“ (კონსტიტუციის 42-ე მუხლი“) ეუთოს ფინანსური მხარდაჭერით, 2006-2008 წლებში ახორციელებდა.  

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!