შესვლა

ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიკაციისა და დახმარების ხელშეწყობა საქართველოში (განსაკუთრებით აჭარის რეგიონში)

16 თებერვალი, 2006

პროექტის სახელწოდება: ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიკაციისა და დახმარების ხელშეწყობა საქართველოში (განსაკუთრებით აჭარის რეგიონში)

პროექტის ხანგრძლივობა: 2006 წლის 1 ნოემბრიდან

დონორი: საქართველოში ეუთოს მისია

პროექტის მიზანი და ამოცანები:

ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და ადამიანით მოვაჭრეთა მიმართ ეფექტური სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებების ანალიზის ჩატარება;

მსხვერპლთა იდენტიფიკაცის ხელშეწყობა და მათი დახმარება ადგილობრივი რეფერალური მექანიზმის განვითარების გზით;

მსხვერპლთა ცნობიერების ამაღლება მათი უფლებების შესახებ და მართლმსაჯულება ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ტრეფიკინგის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო და სამთავრობო ორგანოების თანამშრომლობის გაძლიერება, როგორც საქართველოში, ისე მეზობელ ქვეყნებში, მსხვერპლთა იდენტიფიკაციისა და დახმარების მიზნით.

პროექტის აქტივობები:

1. იურიდიული დახმარება და კონსულტაციები გაეწიათ ტრეფიკინგის სავარაუდო და იდენტიფიცირებულ მსხვერპლებს.

2. ჩატარდა საქართველოში ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ხელისშემშლელი გარემოებების ანალიზი, მსხვერპლთათვის მათ უფლებებთან დაკავშირებით. შემუშავდა ცნობიერების ამაღლებისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების სტრატეგია (აჭარის რეგიონზე ყურადღების გამახვილებით).

3. ჩატარდა მრგვალი მაგიდა სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებისთვის მიღებული შედეგების გასაცნობად.
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!