„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ინდოეთის მოქალაქემ საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა მიიღო
25 იანვარი, 2022
„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ინდოეთის მოქალაქემ საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა მიიღო.
„უფლებები საქართველომ“ სამართლებრივი დახმარება გაუწია ინდოეთის მოქალაქე ს.გ.-ს, საქართველოში, სასწავლო ბინადრობის ნებართვის მიღების პროცესში.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებისას არაერთი განცხადების/მიმართვის წარდგენის შედეგად, 2022 წლის 22 იანვარს, სააგენტომ დააკმაყოფილა ს.გ.-ს მოთხოვნა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
ბენეფიციარს სამართლებრივი დახმარება გაუწია „უფლებები საქართველომ“ IOM-ის პროექტის - „COVID-19 და მიგრანტების საჭიროებები სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს მხარდაჭერით.
თუ ხართ მიგრანტი და მიგაჩნიათ, რომ საჭიროებთ იურიდიულ დახმარებას, დაგვიკავშირდით: +995 577 28227