შესვლა

„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ყაზახეთის მოქალაქემ ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული სასამართლო დავა მოიგო

12 ოქტომბერი, 2021

„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ყაზახეთის მოქალაქემ, რომლის ინტერესებს ორგანიზაციის იურისტი - მარიამ მაღრაძე იცავდა, სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დავა მოუგო. 

ყაზახეთის მოქალაქეს ა.უ-ს, რომელმაც „უფლებები საქართველოს“ 2021 წლის 20 აგვისტოს მომართა, სამართლებრივი დახმარება გაეწია IOM-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის -  „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ქსელის შექმნა მიგრაციის საკითხების გადასაჭრელად და საქართველოში მცხოვრები მიგრანტების სამართლებრივი დახმარება“ ფარგლებში. 

„უფლებები საქართველო“ ბენეფიციარს თავდაპირველად თბილისის საქალაქო სასამართლოშიც უწევდა წარმომადგენლობას, სადაც ორგანიზაციის დახმარებით ა.უ-მ  სერვისების განვითარების სააგენტოს მოუგო დავა, რომელიც ეხებოდა ბინადრობის ნებართვის შეწყვეტას სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძველზე.

2021 წლის 20 აგვისტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, თუმცა 2021 წლის 2 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი და  სრულად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.  
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!