შეკრების თავისუფლების საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევები საქართველოში
24 სექტემბერი, 2021
2021 წლის 17 სექტემბერს, „უფლებები საქართველომ“ საქართველოში შეკრების თავისუფლების კუთხით არსებული საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევების შესახებ მომზადებული ანგარიშის შედეგები გაასაჯაროვა.
ანგარიშის მიხედვით:
• კვლავაც სერიოზული საკანონმდებლო და პრაქტიკული ხარვეზები არსებობს შეკრების მონაწილეებისა და მედია აქტორების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების კუთხით;
• სათანადოდ მოწესრიგებული არ არის ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვისა და ქვეითთა სავალ ნაწილზე კარვებისა და სხვა კონსტრუქციების განლაგების საკითხი;
• არ არსებობს შეზღუდვების გასაჩივრების ეფექტიანი და მყისიერი მექანიზმი.
ანგარიშისა და ინფოგრაფიკის მომზადება შესაძლებელი გახდა ევროკავშირისა და ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის მხარდაჭერით.