შესვლა

ვაკანსია: პოლიტიკისა და ადვოკატირების ოფიცერი

14 თებერვალი, 2022

ააიპ „უფლებები საქართველო” აცხადებს კონკურსს მოქალაქეობის არმქონე პირთა საკითხების პოლიტიკისა და ადვოკატირების ოფიცრის პოზიციაზე, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობის (UNHCR) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - “ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დაცვა და გაძლიერება საქართველოში” - ფარგლებში.

შენიშვნა: იმ პირთა განაცხადები, რომლებიც უკვე წარმოდგენილია „უფლებები საქართველოს" მიერ გამოცხადებული პოლიტიკისა და ადვოკატირების ოფიცრის ვაკანტურ პოზიციაზე 2022 წლის 18 იანვრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე პერიოდში, ავტომატურად, ხელახალი მომართვის გარეშე, იქნება განხილული მიმდინარე შესარჩევი კონკურსის ფარგლებში. შესაბამისად, დამატებით განაცხადის გამოგზავნა არ არის საჭირო.

ვაკანტური პოზიცია: პოლიტიკისა და ადვოკატირების ოფიცერი
ანაზღაურება: 3 000 ლარი (დარიცხული ხელფასი)
სამუშაოს დაწყების დრო: 01 მარტი, 2022  (შესაძლებელია ცვლილება)
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

მოვალეობები:

-    ეროვნული კანონმდებლობის, სხვადასხვა პოლიტიკის დოკუმენტის, აგრეთვე საერთაშორისო აქტების ანალიზი, საკანონმდებლო წინადადებების/ინიციატივების შეფასება; 
-    სამართლებრივი დასკვნების, საკანონმდებლო წინადადებების და პოლიტიკის დოკუმენტების მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე; 
-    მუდმივი კომუნიკაცია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, აგრეთვე პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
-    მოქალაქეობის არმქონე პირთა საკითხების პოპულარიზაცია, მათი ადვოკატირება სახელმწიფო უწყებებთან, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან;
-    მედია პროდუქტების მომზადება და  გასაწევი სამუშაოს დაგეგმვა;
-    მედიასთან კომუნიკაცია, საჯარო დისკუსიებში და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა;
-    პროექტით გათვალისწინებული ან/და პროექტისა და ორგანიზაციის საჭიროებებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

-    უმაღლესი განათლება (მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი, სასურველია სამართლის, ადამიანის უფლებების, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ან სხვა, მომიჯნავე სფეროში);
-    ინგლისური ენა - C1 დონე; რუსული ენა - B2 დონე;
-    საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
-    სახელმწიფო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
-    მოქალაქეობის მინიჭების, აგრეთვე, მოქალაქეობის არმქონე პირთა საკითხებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.

უნარ-ჩვევები:

-    სამუშაოს ეფექტიანად დაგეგმვა;
-    სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა;
-    პრეზენტაციების მომზადება/საჯარო გამოსვლები;
-    სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა;
-    გუნდური მუშაობა, თანამშრომლობა და მაღალი სამუშაო ეთიკა;
-    შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება.
-    სტრესულ სიტუაციებთან ეფექტიანად გამკლავება და კრიზისული სიტუაციების მართვა.

გამოცხადებულ პოზიციაზე მომართვის მსურველებმა, 2022 წლის 20 თებერვლის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია მითითებულ ელექტრონულ მისამართზე vacancy@rights.ge:

1.    CV ინგლისურ ენაზე.
2.    სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (მაქსიმუმ 1 გვერდი).
3.    არსებობის შემთხვევაში, ინგლისური ენის (მოთხოვნილი დონის) ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან/და სამაგისტრო პროგრამის დიპლომი.
4.    ორი რეკომენდატორის მონაცემები: სახელი, გვარი, პროფესიული ურთიერთობა; საკონტაქტო ინფორმაცია - ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტის მისამართი.

შერჩევა გაიმართება სამ ეტაპად:

1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი და შეფასება;
2. წერითი დავალების შესრულება ინგლისურ ენაზე;
3. გასაუბრება. უცხო ენის მოთხოვნილი დონის ცოდნა შემოწმდება გასაუბრების ეტაპზე. 

კანდიდატი, შესაძლოა არჩეულ იქნას გამოსაცდელი ვადით, 2022 წლის 1 მაისამდე.

სავალდებულოა, მეილის დასახელებაში მიეთითოს ის პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. 

არასრულყოფილად ან მითითებული ვადის შემდგომ წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!