შესვლა

მასობრივი ზედამხედველობა: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიშვალდებულება

30 იანვარი, 2026

2025 წელს ქართულმა ოცნებამ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებულ მასობრივ პროტესტს არა მხოლოდ პოლიციური ძალადობა, არამედ საპროტესტო სივრცეების ირგვლივ ინტენსიური, მაღალი რეზოლუციის ვიდეომეთვალყურეობა და სახის ამოცნობის ტექნოლოგიების გამოყენება დაუპირისპირა.

ჩამოტვირთეთ ანგარიში

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ბალანსზე არსებული კამერების ვიდეოჩანაწერები მუშავდებოდა/მუშავდება სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით მონაწილეთა იდენტიფიცირების მიზნით, რის საფუძველზეც მოქალაქეებისთვის მასობრივად ხდებოდა ადმინიტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება. უფლებები საქართველოს იურისტებმა შეისწავლესათობით ეპიზოდი, რომლებიც ეხებოდა აქციის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და აქციის მონიტორების სისტემურ მეთვალყურეობას.

ანგარიში დეტალურად აღწერს მონაცემთა დამუშავების ციკლს: შეკრებების მიმდებარედ მიზნობრივ ვიდეოთვალთვალს, მონაცემთა გადაცემას „112“-იდან შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) შესაბამისი დანაყოფებისთვის, ბიომეტრიული მონაცემების დამუშავებას და ინდივიდების ვინაობის დადგენას პოლიციის მონაცემთა ბაზების გამოყენებით, სამართალდარღვევის ჩანაწერების ხანგრძლივ შენახვას და სხვ.

ბიომეტრიული და სპეციალური კატეგორიის მონაცემები მუშავდება მკაფიო სამართლებრივი საფუძვლისა და სასამართლო ზედამხედველობის გარეშე, რაც წინააღმდეგობაშია როგორც ადგილობრივ, ისე - საერთაშორისო სტანდარტებთან. ნაკლებად შემზღუდველი ალტერნატივები, მათ შორის ინდივიდის ადგილზე იდენტიფიცირება, პოლიციელებს არ გამოუყენებიათ, ხოლო სპეციალური სახის ამომცნობი პროგრამების მარეგულირებელი წესები ბუნდოვანი და არაპროპორციულია.

განსაკუთრებით საგანგაშოა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მხრიდან მანდატით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებაზე უარის თქმა და მხოლოდ ერთი ვიწრო მასშტაბის შემოწმების ჩატარება. სამსახურთან დამყარებული კომუნიკაციის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და 112-ის შემოწმების შედეგად არ დადგინდა პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავება. ხოლო, ინდივიდუალური პირების მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული განცხადებები სამსახურმა სხვადასხვს ფორმალური მიზეზით არ მიიღო წარმოებაში. 

სამართლებრივი ანალიზისა და შემთხვევების შესწავლის საფუძველზე, ანგარიში აფასებს, რომ საქართველოში საპროტესტო აქციებზე ჭკვიანი კამერებისა და სახის ამომცნობი ტექნოლოგიების პრაქტიკა არღვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასა და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებს. 
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!