გამოხატვის თავისუფლების საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევები საქართველოში და მათი გადაწყვეტა საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე

2021 წლის 16 ივნისს, ორგანიზაცია „უფლებები საქართველომ“ საქართველოში გამოხატვის თავისუფლების საკანონმდებლო და პრაქტიკული ხარვეზების მასშტაბური კვლევის შედეგები გაასაჯაროა.
ჩამოტვირთეთ კვლევის მოკლე შეჯამება
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მნიშვნელოვანი პრობლემები და ხარვეზებია სიძულვილის ენის, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების, პერსონალური მონაცემების დაცულობის უფლების, ჟურნალისტთა შრომითი უფლებების და უსაფრთხოების, სასამართლოს მიუკერძოებლობის მხრივ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კვლევაში გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული ადგილობრივი კანონმდებლობა და პრაქტიკა გაანალიზებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ევროკავშირის სტანდარტების ჭრილში.
კვლევის მომზადება შესაძლებელი გახდა საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით პროექტის - „გამოხატვის თავისუფლების დაცვა საქართველოში“ - ფარგლებში, რომელსაც ახორცილებს ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“, თბილისის ღია უნივერსიტეტთან და ჟურნალსიტური ეთიკის ქარტიასთან პარტნიორობით.