საქართველოში მცხოვრები ომით დაზარალებული უკრაინის მოქალაქეების უფლებების დაცვის ხელშეწყობა

პროექტის სახელწოდება: საქართველოში მცხოვრები ომით დაზარალებული უკრაინის მოქალაქეების უფლებების დაცვის ხელშეწყობა
პროექტის ხანგრძლივობა: 20 მარტი, 2023 – 20 იანვარი, 2024
დაფინანსება: GEL 103 633
პროექტის მხარდამჭერი: პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის პროექტის „სტაბილური სამოქალაქო საზოგადოება და მედია პასუხობს უკრაინის ომს“ ფარგლებში, რომელსაც ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“, პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრსა და ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტთან თანამშრომლობით ახორციელებს.
პროექტის მიზანია:
- უკრაინის მოქალაქეების უფლებების დაცვა უფასო სამართლებრივი დახმარებითა და ანალიტიკური დოკუმენტის მომზადების გზით;
- უკრაინის მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომ სერვისებსა და ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებზე ცნობიერების ამაღლება, შეხვედრების, საინფორმაციო მედია პროდუქტებისა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან თანამშრომლობის გზით.