შესვლა

ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდათა ჩართულობის და ინკლუზიური მმართველობის ხელშეწყობა ლაგოდეხის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში

17 ივლისი, 2023

პროექტის სახელწოდება: ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდათა ჩართულობის და ინკლუზიური მმართველობის ხელშეწყობა ლაგოდეხის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში

პროექტის ხანგრძლივობა: 17 ივლისი, 2023 – 14 თებერვალი, 2024

დაფინანსება: GBP 35’000 

პროექტის მხარდამჭერი: „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი“ (IWPR) (პროექტ BREN-ის ფარგლებში)

პარტნიორები: ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი, ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრი, კახეთის ხმა.

პროექტის მიზნები:

პროექტი ფოკუსირებულია ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობაზე.

პროექტის აქტივობები დაგეგმილია სამი მიმართულებით:

- ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერება, ახალგაზრდების (მათ შორის ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების) მონაწილეობის გაზრდა სამოქალაქო ცხოვრებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

- თვითმმართველობის წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერება, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური პოლიტიკის დანერგვისა და განხორციელების მიზნით;

- ეთნიკური და რელიგიური დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის შემცირება ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, უფასო სამართლებრივი დახმარების მიწოდების გზით.
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!