მართლმსაჯულებაზე უკეთესი წვდომის უზრუნველყოფა უფლებადარღვეული პირებისთვის

პროექტის დასახელება: მართლმსაჯულებაზე უკეთესი წვდომის უზრუნველყოფა უფლებადარღვეული პირებისთვის
დაფინანსება: USD 24,530
პროექტის ხანგრძლივობა: დეკემბერი 2024 - ივნისი 2025
პროექტის მხარდამჭერი: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო (INL)
პროექტის მიზანი: პროექტი მიზნად ისახავს პოლიციელთა ქმედებების შედეგად უფლებადარღვეული პირების სამართლებრივ დაცვას სტრატეგიული სამართალწარმოების გზით, სამართლებრივი სტანდარტების გაუმჯობესებას და ადამიანის უფლებების და პოლიციის ანგარიშვალდებულების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.
პროექტის ამოცანები: პროექტი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სამართლებრივ დახმარებას იმ პირებისთვის, რომლებიც ფუნდამენტური უფლებების განხორციელებისას თვითნებურად დააკავეს ან დაექვემდებარენ პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობას. პროექტის ფარგლებში განხორციელებული სტრატეგიული სამართალწარმოება და ცნობიერების ამაღლება ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულებას და საზოგადოების აღჭურვას უფლების დაცვის სამართლებრივი მექანიზმებით.