საქართველოში მცხოვრები უცხოელი მიგრანტების სამართლებრივი დახმარება

პროექტის დასახელება: საქართველოში მცხოვრები უცხოელი მიგრანტების სამართლებრივი დახმარება
პროექტის ხანგრძლივობა: დეკემბერი, 2021 - აგვისტო, 2022
დაფინანსება: USD 22920
პროექტის მხარდამჭერი: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) პროექტი - „COVID-19 და მიგრანტების საჭიროებები სამხრეთ კავკასიაში“, რომელიც ხორციელდება მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს მხარდაჭერით (BPRM).
პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია საქართველოში მცხოვრები მიგრანტების გაძლიერება, მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, უფლებების და მხარდამჭერი სერვისების შესახებ ინფორმირებულობის ზრდა, აგრეთვე სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფა.
პროექტის ფარგლებში, „უფლებები საქართველო“ ფოკუსირებული იქნება შემდეგ აქტივობებზე:
• მიგრანტთა უფლებებისა და მხარდამჭერი სერვისების შესახებ ინფორმაციაზე სათანადო წვდომის უზრუნველყოფა;
• მიგრანტებისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევა;
• სამართალწარმოებისა და პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობის გაუმჯობესება მიგრანტთა საკითხების შესახებ.
მიგრანტთა უფლებებზე სამართლებრივი კონსულტაციისა და დახმარების მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: +995 577 282277