იურიდიული დახმარების ქსელი აქტივისტებისათვის
8 ივლისი, 2021პროექტის დასახელება: იურიდიული დახმარების ქსელი აქტივისტებისათვის
პროექტის ხანგრძლივობა: ივლისი, 2021- მაისი, 2022
დაფინანსება: USD 20,660.00
პროექტის განმახორციელებლები:
პროექტი ხორციელდება საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სოციალიური სამართლიანობის ცენტრის, უფლებები საქართველოს და ადამიანის უფლებათა ცენტრის თანამშრომლობით.
ფინანსური მხარდაჭერა: ღია საზოგადოების ფონდი
პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია სამოქალაქო აქტივისტების დაცვა უკანონო დევნისგან, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს სამოქალაქო აქტივიზმისა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისთვის უფრო ხელსაყრელ გარემოს .
სამოქალაქო აქტივისტებს გაეწევათ იურიდიული დახმარება,
პროექტში მონაწილე ორგანიზაციების მიერ შექმნილი იურიდიული დახმარების ქსელი დროულ და კოორდინირებულ სამართლებრივ მომსახურებას გაუწევს აქტივისტებს და წარმოადგენს მათ ინტერესებს საერთო სასამართლოებში.
იურიდიული დახმარება შესაძლებელი იქნება სხვადასხვა რეგიონებსა თუ ქალაქებში:
- უფლებები საქართველო, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - თბილისი;
- ადამიანის უფლებათა ცენტრი- თბილისი, იმერეთი, სამეგრელო.
- საია - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი, ოზურგეთი, გორი, რუსთავი.