შესვლა

სოციალურად დაუცველი და COVID-19-ით დაზარალებული პირების უფლებების დაცვა

15 მაისი, 2021

პროექტის დასახელება: „სოციალურად დაუცველი და COVID-19-ით დაზარალებული პირების უფლებების დაცვა“

პროექტის ხანგრძლივობა: 15 მაისი, 2021 წ - 30 სექტემბერი, 2021 წ.

დაფინანსება: GEL 15500

პროექტის მხარდამჭერი: პროექტი ხორციელდება „რეგიონული COVID-19-ის სოლიდარობის პროგრამის“ ფარგლებში, რომელსაც AFEW International-ი, ორგანიზაცია People in Need-თან და ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტთან თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს. 

პროექტის მიზანი:

პროექტის მიზანია სოციალურად დაუცველი და COVID-19-ით დაზარალებულ პირებისათვის 24/7-ზე იურიდიული კონსულტაციისა და დახმარების უზრუნველყოფა. 

პროექტის ფარგლებში, „უფლებები საქართველოს“ იურისტი მოქალაქეებს ყოველ დღე, ნებისმიერ დროს, ონლაინ და სატელეფონო იურიდიულ კონსულტაციებს გაუწევს და მიაწვდის ინფორმაციას სხვადასხვა სამართლებრივი სერვისის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში კი, სასამართლოში წარმომადგენლობას განახორციელებს.

ამასთან ერთად, „უფლებები საქართველო“ დაეხმარება მოქალაქეებს, სრულფასოვნად ჩაერთონ დისტანციურ სასამართლო პროცესებში, მათ შორის, გაუწევს დახმარებას სასამართლოსთვის ელექტრონულად წარსადგენი დოკუმენტების მომზადებაში.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!