რისკის ქვეშ მყოფი უფლებადამცველების და აქტივისტების მხარდაჭერა

პროექტის დასახელება: „რისკის ქვეშ მყოფი ადამიანის უფლებათა დამცველებისა და აქტივისტების მხარდაჭერა“
პროექტის ხანგრძლივობა: 01 მარტი 2021 წ - 31 ივლისი 2021 წ.
დაფინანსება: EUR 14000
პროექტის მხარდამჭერი: Protection International
პროექტის ამოცანა: უფლებადამცველების/აქტივისტების სამართლებრივი დახმარებით უზრუნველყოფა, მათი უსაფრთხოების და დაცვის გარანტიების ზრდაზე ზრუნვა და ცნობიერების ამაღლება ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც აქტუალურია მათი საქმიანობიდან გამომდინარე.
პროექტით გათვალისწინებული არაერთი აქტივობა საქართველოს რეალობისთვის სიახლეა და მოიცავს:
1. მთელი ქვეყნის მასშტაბით ადამიანის უფლებათა დამცველებისა და აქტივისტების ქსელის შექმნას/აღწერას;
2. გადაუდებელი დახმარების და სწრაფი რეაგირების ონლაინ პლატფორმის და 24/7 ცხელი ხაზის ამოქმედებას;
3. უფლებადამცველების/აქტივისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხზე სახელმძღვანელო დოკუმენტის შექმნას (ეროვნულ დონეზე არსებული გამოწვევების და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით).
პროექტი ხორციელდება “Protection International”-ის ფინანსური მხარდაჭერით.