მოწყვლადი და პანდემიისაგან დაზარალებული პირების უფლებების დაცვა

პროექტის დასახელება: „მოწყვლადი და პანდემიისაგან დაზარალებული პირების უფლებების დაცვა“
პროექტის ხანგრძლივობა: 1 ოქტემბერი, 2020 წ - 1 ივლისი, 2021 წ.
დაფინანსება: GEL 33300
პროექტის მხარდამჭერი: „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“, ERIM-თან (ყოფილი IREX Europe) პარტნიორობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
პროექტის მიზანი: მოწყვლადი და პანდემიისაგან დაზარალებული პირებისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევა
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობა:
პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარები უფასო სამართლებრივი კონსულტაციით ისარგებლებენ. საჭიროების შემთხვევაში კი, „უფლებები საქართველოს“ ადვოკატი მათ ინტერესებს სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში დაიცავს.
„უფლებები საქართველო“ ფოკუსირებული იქნება სოციალურად დაუცველი პირების, მოხუცების, დისკრიმინაციისა და ძალადობის მსხვერპლების დაცვაზე, მათ შორის, ჯანდაცვის და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ პირების უფლებების დაცვას, რომლებიც, COVID -19-ის გავრცელების შემდეგ, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის გამო, გაათავისუფლეს სამსახურიდან, შეუმცირეს ანაზღაურება, ან აიძულებენ, იმუშავონ ჯანმრთელობისათვის არაუსაფრთხო გარემოში.
„უფლებები საქართველო“ პანდემიისაგან დაზარალებულ პირებს დაიცავს პროექტის - „COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების გამძლეობა და მდგრადობა“ - ფარგლებში, რომელსაც „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“, ERIM-თან (ყოფილი IREX Europe) პარტნიორობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს.