შესვლა

პრაქტიკული ტრეინინგის კურსი ადამიანის უფლებათა დამცველი ადვოკატებისათვის

14 თებერვალი, 2001

პროექტის სახელწოდება: პრაქტიკული ტრეინინგის კურსი ადამიანის უფლებათა დამცველი ადვოკატებისათვის

პროექტის ხანგრძლივობა: 2001-2003 წლები

დონორი: ნიდერლნდების საგარო საქმეთა სამინისტროსა და ღია საზოგადოების სამართლებრივი ინსტიტუტი

პროექტის პარტნიორები იყვნენ ,,ინტერაიტსი”(დიდი ბრიტანეთი) და ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი.

პრობლემის აღწერა: 1999 წლის 27 აპრილს, სტრასბურგში, საქართველო ოფიციალურად აღიარეს ევროპის საბჭოს 41-ე წევრად. ხელი მოეწერა საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების პროტოკოლს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციასა და ევროპის კონვენციას სამრთლებრივ საკითხებში ურთიერთდახმარების შესახებ. ევროპის საბჭოში გაწევრიანების შემდეგ, საქართველომ მოახდინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რატიფიცირება, რითაც საქართველომ იკისრა ვალდებულება, აღიაროს და უზრუნველყოს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა განუხრელი დაცვა. აღნიშნული კონვენცია, საქართველოს შიდა კანონმდებლობის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და მას შიდასახელმწიფოებრივ დონეზე სავალდებულო იურიდიული ძალა გააჩნია. ამიტომაც, გაჩნდა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული მექანიზმების მცოდნე ადვოკატების საჭიროება.

პროექტის მიზანი და ამოცანები:

21 ადვოკატის მომზადდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის პროცედურულ საკითხებში. ტრეინინგში მონაწილეობის მისაღებად, შერჩეულ იქნა 21 პრაქტიკოსი ადვოკატი, რომლებიც დაეუფლნენ ევროსასამართლოში საქმის გასაჩივრების წესსა და პროცედურულ საკითხებს.

ეს იყო მნიშვნელოვანი პროექტი, ვინაიდან აქამდე საქართველოში, პრაქტიკოს ადვოკატებს არ ჰქონიათ შესაძლობლობა, შეესწავლათ ევროსასამართლოს სპეციფიკური პროცედურა და ვრცელი ინფორმაცია მიეღოთ სასამართლოს საქმიანობაზე. ეს პროექტი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ მის ფარგლებში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დამცველი ადვოკატების ქსელი.

პროექტის აქტივობები:

ტრეინინგები ხუთ ეტაპად ჩატარდა. რომლებიც ეძღვნებოდა ევროპის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციის მუხლებს:

სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი);

წამების აკრძალვა (მე-3 მუხლი);

თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება(მე-5 მუხლი);

სამართლიანი სასამართლოს უფლება (მე-6მუხლი);

პირადი და საოჯახო ცხოვრების უფლება (მე-8 მუხლი);

აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება (მე-9 მუხლი);

გამოხატვის თავისუფლება (მე-10 მხლი);

შეკრებებისა და გაერთიანების უფლბა (მე-11-მუხლი ).

ტრეინიგებზე მოწვეულები იყვნენ უცხოელი და ქართველი ექსპერტები. ყოველი სესიის ბოლოს, ტარდებოდა იმიტირებული პროცესი, რომელსაც წარმართავდა ექსპერტებისა და მონაწილეებისაგან შემდგარი ,,სასამართლო”.

სესიების ბოლოს, გაიმართა ორი მრგვალი მაგიდა, რომელთა მიზანსაც იმის გარკვევა წარმოადგენდა, თუ რამდენად ეფექტურად იყენებდნენ ადვოკატები ტრეინინგებზე მიღებულ ცოდნას.
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!