შესვლა

სტრატეგიული სამართალწარმოება ქვეყნის შიგნით: ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დანერგვა

3 თებერვალი, 2004

პროექტის სახელწოდება: სტრატეგიული სამართალწარმოება ქვეყნის შიგნით: ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დანერგვა

პროექტის ხანგრძლივობა: 2004-2007 წლები

დონორი: ,,ღია საზოგადოების ინსტიტუტი”(OSI-ბუდაპეშტი)

პროექტის მიზანი და ამოცანები:

პროექტის ძირითადი მიზანი იყო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტული სამართლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დანერგვა ქვეყნის შიდა ინსტანციებში. ასევე, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეთა ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა როგორც შიდა დონეზე, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

პროექტის აქტივობები:

პროექტის ფარგლებში, 2006 წლის სექტემბრისათვის, წარმოებაში იყო დაახლოებით 55-მდე საქმე, აქედან, ევროსასამართლოში გაგზავნილია 20-ზე მეტი განაცხადი. პროექტი ითვალისწინებდა, აგრეთვე, საქმეთა წარმოებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ადვოკატებმა მომზადეს და შეიტანეს 5 კონსტიტუციური სარჩელი, ოთხი საქმე დასრულდა წარმატებით, ხოლო ერთი სარჩელი დაუშვებლად იქნა ცნობილი. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა სტრატეგიული სამართალწარმოება, როგორც სისხლის, ისე ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე.

პროექტი ითვალისწინებდა აგრეთვე იურიდიული კონსულტაციების გაწევას, როგორც თბილისის, ისე რეგიონის მოსახლეობისათვის სამართლის ყველა დარგში. საქართველოს 45-მდე რაიონში, რამდენიმე ასეულ ადამიანს გაეწია უფასო იურიდიული დახმარება.

პროექტის ფარგლებში გამოიცა ბროშურა ,,ადამიანის უფლებათა ეროპული სასამართლო და თქვენი ფუნდამენტური უფლებები”. მასში განხილული იყო ევროპის კონვენციით დაცული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და ამ უფლებათა დასაცავად, ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება და პროცედურა, ასევე განხილულია იყო სასამართლოს სტრუქტურა და საქმის განხილვის წესი.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!