სტრატეგიული სამართალწარმოება კავკასიაში
7 თებერვალი, 2006პროექტის სახელწოდება: სტრატეგიული სამართალწარმოება კავკასიაში
პროექტის ხანგრძლივობა: 2006 წლიდან 2010 წლამდე
დონორი: ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო, ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი
პარტნიორი ორგანიზაციები: ,,ინტერაითსი”(დიდი ბრიტანეთი), ბარა (სომხეთი), სამართლებრივი განათლების საზოგადოება (აზერბაიჯანი). პროექტი რეგიონალურია და ერთდრულად მიმდინარეობდა საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.
პროექტის მიზანი და ამოცანები:
ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გაუმჯობესება ეროვნული მექანიზმების დახვეწისა და საეთაშორისო სტანდარტების დანერგვის გზით საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, განსაკუთრებულ მიზანს კი წარმოადგენდა ამ ქვეყნებში სტრატეგიული სამართალწარმოების ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
პროექტის სამიზნე ჯგუფები იყვნენ: ადამიანის უფლებათა დამცველი ადგილობრივი ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ სტრატეგიულ სამართალწარმოებას; ადამიანის უფლებათა დამცველი ადვოკატები; ხელისუფლება-პარლამენტი, სასამართლო და პროკურატურა, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ, მოეხდინათ ადამინის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.
პროექტის აქტივობები:
პროექტის მიზნების განსახორციელებლად, მასში გათვალისწინებული იყო მთელი რიგი ღონისძიებანი: სპეციალური სატრეინინგო პროგრამები პრაქტიკოსი ადვოკატებისათვის სამ სახელმწიფოში, საკონსულტაციო ტრეინინგი, და სტაჟირება; ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების გაძლიერება, რათა კოორდინაცია გაეწიათ სტრატეგიული სამართალწარმოებისთვის მათ სახელმწიფოებში; კვალიფიციური ადვოკატების ქსელის ჩამოყალიბება და გაძლიერება სტრატეგიული სამართალწარმოების კუთხით; ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ეროვნულისტანდარტების მიხედვით, სამართალდამცავი ორგანოებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირების ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართვა სტრატეგიულ სამართალწარმოებაში.
2010 წლის ბოლოსათვის, პროექტის შედეგად, მივიღეთ სტრატეგიულ სამართალწარმოებაში მომზადებული სამივე ქვეყანაში 50-ზე მეტი ადვოკატი, კვალიფიციურ ადვოკატთა ქსელი, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანილი შიდა კანონმდებლობა და სახელმწიფო სტრუქტურების უშუალო მონაწილეობა სტრატეგიულ სამართალწარმოებაში.