მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფების წარმომადგენელთა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში
1 იანვარი, 2008პროექტის სახელწოდება: მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფების წარმომადგენელთა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში
პროექტის ხანგრძლივობა: 2008 წლის იანვარიდან დეკემბრის ჩათვილთ
დონორი: საქართველოში ეუთო-ს მისია
პროექტის მიზანი და ამოცანები:
პროექტი მიზნად ისახავდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ, მძიმედ დაავადებულ (სიმსივნე, ტუბერკულოზი, შიდსი, ციროზი, “ც” ჰეპატიტი და სხვ.) პატიმართა მიმართ უფლებების დარღვევის ფაქტების შემცირებას; ამ კატეგორიის პატიმართათვის, სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდას. პროექტი ითვალისწინებდა დაავადებულ მსჯავრდებულთა მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის გადავადების ან სასჯელისგან სრულად გათავისუფლების მიზნით, შესაბამისი იურიდიული პროცედურების განხორციელებასა და წარმომადგენლობას სასამართლოში.
პროექტის აქტივობები:
პროექტი მოიცავდა თბილისის, რუსთავისა და ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, ასევე პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებას, სადაც ათეულობით პატიმარს გაეწია კვალიფიციური იურიდიული მომსახურება.