საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფა
13 თებერვალი, 2010პროექტის სახელწოდება: საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფა
პროექტის ხანგრძლივობა: 2010 წლის 01 ოქტომბერიდან, 2011წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
დონორი: „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (National Endowment for Democracy)
პროექტის მიზანები და ამოცანები: საქართველოს კანონმდებლობის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა და საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმის შესახებ, ცნობიერების ამაღლება.
პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდნენ: არასამთავრობო ორგანიზაციები; იურისტები; საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლები; საქართველოს პარლამენტი.
პროექტის აქტივობები:
პროექტის ფარგლებში განხორციელდა: ტრეინინგები იურისტებისთვის; 4 სამუშაო შეხვედრა – ე.წ მრგვალი მაგიდის გამართვა; საკონსტიტუციო სარჩელების მომზადება; 4 ამიკუს-კოურეის მომზადება სასამართლოს მეგობრის რანგში; იურიდიული კონსულტაციების გაწევა სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის და ა.შ.
პროექტში პარტნიორად ჩართულია და ტრეინინგზე ექსპერტად მოწვეული იყო ორგანიზაცია „ინტერაითს“-ის (დიდი ბრიტანეთი) ექსპერტი.