შესვლა

ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: წარმატებული მიდგომები და სიძნელეები

7 მაისი, 2010

პროექტის სახელწოდება: ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: წარმატებული მიდგომები და სიძნელეები

პროექტის ხანგრძლივობა: 2010 წლის მაისიდან 2011 წლის აპრილის ჩათვილთ

დონორი: ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ (OSGF)

პროექტის მიზანი და ამოცანები:

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: სასომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვასა და საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესება;

ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება;

სტრატეგიული სამართალწარმოების ანალიზის საფუძველზე ანგარიშის მომზადება, რომელიც გახდება პარტნიორი ორგანიზაციების მიერ მომზადებული საერთო ანგარიშის შემადგენელი ნაწილი.

პროექტის აქტივობები:

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო საერთაშორისო კონფერენციების ჩატარება, რომლის თემატიკას წარმოადგენდა: ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ადამიანის უფლებათა არსებული სიტუაციის მიმოხილვა: პრობლემები და მიღწევები, სტრატეგიული სამართალწარმოების როლი და მნიშვნელობა.
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!