მცირე და საშუალო ბიზნესების მფლობელთა სასამართლოსადმი ნდობის ამაღლება
2 იანვარი, 2013პროექტის სახელწოდება: მცირე და საშუალო ბიზნესების მფლობელთა სასამართლოსადმი ნდობის ამაღლება
პროექტის ხანგრძლივობა: 2013 წლის 2 იანვრიდან 2014 წლის 31 ივლისის ჩათვით
დონორი: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
პროექტის მიზანი და ამოცანები:
ადვოკატირების კამპანიების წარმოება, გადამხდელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება; გადამხდელთა ინტერესების დაცვა შესაბამის ორგანოებში; მცირე და საშუალო ბიზნესების მფლობელთა ნდობის ხარისხის ამაღლება საქართველოს მართმსაჯულების სისტემის მიმართ; მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელთა პრობლემების შესახებ რეკომენდაციების გაზიარება.
პროექტის აქტივობები:
პროექტის ფარგლებში გაწეული იურიდიული დახმარების შედეგად გამოიკვეთა რამოდენიმე საქმე, რომელშიც პროექტში დასაქმებული ადვოკატების დახმარებით მეწარმეებმა მნიშვნელოვან შედეგს მიაღწიეს. პროექტის მიმდინარეობისას წარმოებაში იქნა მიღებული 24 საქმე, ხოლო წარმატებით დასრულდა 14 საქმე.